ორთოპედ – ტრავმატოლოგია

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი სრულად შეესაბამება მსოფლიო სამედიცინო სტანდარტებს და სპეციალიზირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის მეთოდებისა და პაციენტების პოსტოპერაციულ მკურნალობაზე.

“მედინას” ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნვეყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიური დახმარების სერვისებს და ორთოპედიულ ოპერაციებს. ოსტეოსინთეზისა და ენდოპროთეზირებისთვის მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული და აშშ მწარმოებლების მიერ მოწოდებული მასალები გამოიყენება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ორტოპედიული და ტრავმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის “მედინა” აღჭურვილია ექოსკოპიის, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (MRT) ულტრათანამედროვე აპარატურით.

ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია

ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტები გადიან ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის ინდივიდუალურ კურსს.

სერვისები

24 საათიანი მომსახურება

– ენდოპროთეზირება

– ართროსკოპია

– მინი – ინვაზიური პროცედურები

– მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობა, ოსტეოსინთეზი

– შიდა ფიქსაცია

– გარე ფიქსაცია

– ძვლის ტრანსპლანტაცია

– ღეროვანი უჯრედების გადანერგვა

– ოპერაციები მყესებზე

– მაკორეგირებელი ოსტეოტომია

– კიდურების დაგრძელება

– სიმაღლეში ზრდა ლულოვანი ძვლების დაგრძელებით

– ართროდეზი

– იოგოვანი აპარატის რეკოსნტრუქცია

– რბილის ქსოვილების რეკონსტრუქცია

– ვაკუმ თერაპია ღია მოტეხილობების, რბილი ქსოვილების დეფექტების და ინფექციების არსებობის დროს

– სახსარშიდა ინექციები

– ნაწოლების ქირურგიული მკურნალობა

– ფიზიოთერაპია

– რეაბილიტაცია

– ამპუტაცია.

როდის უნდა მიმართოთ “მედინას” ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს

“მედინას” ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის მომსახურების სფეროები მოიცავს მეოტეხილობებეს, პოსტტრავმულ დეფორმაციებს, არასწორად შეხორცებულ მოტეხილობებს, ართროზებს, ცრუ სახსარს, რბილი ქსოვილის დაზიანებებს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პოსტტრავმულ და იმპლანტთან ასოცირებულ ინფექციებს.

მხრის სარტყელი და ზედა კიდურები

– მხრის, იდაყვის, მაჯის, ფალანგთაშუა სახსრების ამოვარდნილობები

– ართროზები

– მყესების დაზიანებები

– ზედა კიდურების ძვლების მოტეხილობები

– ბეჭის და ლავიწის ძვლების მოტეხილობები

– ლავიწის ამოვარდნილობა

–  როტატორული მანჟეტის დაზიანება

– მხრის ორთავა და სამთავა  კუნთების მყესების დაზიანება

– SLAP- დაზიანება

– ეპიკონდილიტი

– კარპალური არხის – გვირაბის სინდრომი

– დუპუდრენის კონტრაქტურა

– კაუჭისებრი თათი.