4 D ულტრაბგერითი კვლევა ორსულებისთვის

🔖🔊 ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” გთავაზობთ ულტრაბგერით კვლევას 4 D გამოსახულებით.

👩‍🔬 ექოსკოპიურ კვლევას ატარებს რადიოლოგი – #ირინა #ხომასურიძე.
🗓 სამუშაო საათები:
🕘 09:00-დან 🕔17:00 საათამდე.

 4 განზომილებიანი ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის მეთოდია.
⤵️გამოკვლევის უპირატესობები:

🔰 ნათლად გამოხატული სახის ნაკვთები
 ▶️ 4D ულტრაბგერითი გამოკვლევვის ჩატარებისას თქვენ შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ თქვენი ნაყოფის სურათი ეკრანზე და ყურადღებით დაათვალიეროთ მისი სახის ნაკვთები, გამოსახულება.

🔰 ნაყოფის საერთო მდგომარეობის შეფასება
 ▶️ ექიმს შეუძლია ყურადღებით დაათვალიეროს ნაყოფის კიდურები. დაადგინოს, თუ რომელი მდებარეობით დაიბადება ის.

🔰 ნევროლოგიური დარღვევების გამორიცხვა
 ▶️ 4D ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია ნაყოფის ტვინის სხვადასხვა ნაწილების გამოკვლევა. აქედან გამომდინარე, ექიმს შეუძლია შეაფასოს ბავშვის ტვინის ნევროლოგიური მდგომარეობა.

🔰 ნაყოფის ქცევა
 ▶️ 4D ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით, თქვენ შეძლებთ გაიგოთ ბავშვის ქცევა, რეაქციები, მოძრაობები და სახის გამომეტყველება, რაც საშუალებას მოგცემთ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ თქვენი შვილის დაბადებისშემდგომი ქცევისა და ხასიათის შესახებ.

🔰 გულის მოსმენა და დათვალიერება
 ▶️ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რაც 4D ულტრაბგერით გამოკვლევას ახასიათებს, არის გულის ტონების მოსმენა და მისი დათვალიერება, რაც თავისათავად საშუალებას აძლევს ექიმს, კარგად შეაფასოს ნაყოფის გულის ჯანმრთელობა.

💠 გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, 4D ულტრაბგერითი გამოკვლევა სავარაუდო მშობიარობას მაქსიმალურად ზუსტად ადგენს.

🌐 დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://bit.ly/2kJSe1T
📞 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 25 85 13

🏥“ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა”
‼️ჩვენ ვქმნით თქვენს ჯანმრთელობას!