ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდება

🗓 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე:

☑️ სამი წლის შედეგების შეჯამება და „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“.

 კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი თემები:

🔹 „თანამედროვე მიდგომები კარდიოქირურგიაში“
🔹 „ანესთეზია ინტენსიური თერაპიის როლი კარდიოქირურგიაში“
🔹 „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოლოგიისაა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის ანგარიში“
🔹 „კარდიოექოსკოპიის როლი კარდიოქირურგიულ პაციენტებში“.

 მოხსენებებს წარადგენენ:

👨‍⚕️ ლევან ქარაზანიშვილი – კარდიოქირურგი, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოქირურგი, ი. ბოკერიას, კარდიოქირურგიული დეპარტამეტის ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი.

👨‍⚕️ ლევან ხვიჩია – კარდიოქირურგი, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოქირურგი, ი. ბოკერიას, კარდიოქირურგიული დეპარტამეტის კარდიოლოგი.

👨‍⚕️ ირაკლი გოგოხია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ი. ბოკერიას, კარდიოქირურგიული დეპარტამეტის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, საქართველოს რეანიმაცია-ანესთეზიის სკოლის წევრი, ESA სრული წევრი, EACTA სრული წევრი.

👨‍⚕️ დიმიტრი მარგველაშილი – კარდიოლოგი, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გადაუდებელი კარდიოლოგიის, ინვაზიური კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის უფროსი.

👩‍🔬 დოდონა ახვლედიანი – კარდიოლოგი, ი. ბოკერიას, კარდიოქირურგიული დეპარტამეტის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი.

კონფერენცია გაიმართება:
სასტუმრო – „WYNDHAM BATUMI“
მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი, N33

📲 დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 55 11 88 55, 0422 25 85 13