“მედინას” ყველაზე მაღალი მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი კვლავ მიენიჭა

🤰🤱 ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას” დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებული, ყველაზე მაღალი, #მესამე #დონის დამადასტურებელი #სერტიფიკატი კვლავ მიენიჭა.
📝 დოკუმენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაიცა.
🚼 სუბსპეციალიზებული (III) დონის ნეონატალური მოვლა უზრუნველყოფს ინტენსიური/კრიტიკული ნეონატალური სერვისის მიწოდებას. ამ დონეზე ხორციელდება ყველა იმ ახალშობილის სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ესაჭიროება ინტენსიური/კრიტიკული მოვლა, ან აქვს ძალზე მცირე მასა (<1500 გ) და/ან დაბალი გესტაციური ასაკი (<34 კვირა).
🤰🤱👼 ჩვენთან ორსულების, დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მართვა თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისაცდ ხორციელდება.
აირჩიეთ “მედინა”, იყავით დაცული❗️
⬇ იხილეთ ვიდეო და გაიგეთ მეტი ჩვენი კლინიკის 👶 👣#ახალშობილთა #მიმარულების შესახებ: https://bit.ly/38VNtIV