სმენის სკრინინგი ახალშობილებში

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში დაბადებულ ყველა ბავშვს სმენის პირველადი სკრინინგი უტარდება. სკრინინგი ოტო-აკუსტიკური ემისიის რეგისტრაციის მეთოდით (OAE) კლინიკიდან გაწერამდე ტარდება.

სკრინინგი ხელს უწყობს სმენის დარღვევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და დროული ინტერვენციის დაწყებას.

  • ტესტი უსაფრთხოა
  • უმტკივნეულო
  • არაინვაზიური
  • არ საჭიროებს დიდ დროს.

თუ ახალშობილმა ვერ გაიარა სმენის პირველადი სკრინინგი, რაც შემთხვევათა დაახლოებით 4-5%-ია,  ასეთ დროს 1 თვის ასაკამდე განმეორებითი სკრინინგისათვის მისამართდება სპეციალიზებულ დაწესებულებაში.

ხოლო ბავშვები, რომლებიც ვერ გაივლიან განმეორებითი სკრინინგს, მათ 3 თვის ასაკამდე უტარდებათ  ჩაღრმავებული სადიაგნოსტიკო კვლევები.

  • ტიმპანომეტრია (შუა ყურის კვლევა)
  • ობიექტური (კომპიუტერული) აუდიომეტრია (ABG).

სმენის სკრინინგს ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში ატარებს ახალშობილთა უფროსი მედდა, ქეთი კუნჭულია.

კლინიკაში ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგი სახელმწიფო პროგრამით, ხოლო მეორადი სკრინინგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.