ლევან ქარაზანიშვილი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ შესახებ

მე და ჩემი გუნდი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ 2016 წლის ოქტომბერში შემოუერთდით. ამ კლინიკასთან თანამშრომლობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას შევთავაზეთ ისეთი კარდიოქირურგიული სერვისები, რომელთა გამო პაციენტებს დედაქალაქში უწევდათ ჩასვლა.

მოგეხსენებათ, რომ სხვა ქალაქში ვიზიტი გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, რაც ჩემი აზრით არ არის გამართლებული. გარდა ამისა პაციენტისთვისაც ხშირ შემთხვევაში არ არის მოსახერხებელი ტრანსპორტირება, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ.

ამიტომ ჩვენ ადგილობრივ კოლეგებთან ერთად დავიწყეთ, თითქმის ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაციების ადგილზე ჩატარება თანამედროვე სტანდარტებითა და ახალი მიდგომებით, მათ შორის გავაკეთე ისეთი ოპერაცია  რომლიც აჭარაში მანამდე არ იყო ჩატარებული. ეს არის გულის აორტული სარქვლის პლასტიკა/პროტეზირება. ასევე პაციენტებს ადგილზე ვთავაზობთ, აორტო-კორონალურ შუნტირებას, მიტრალური სარქვლის პლასტიკა/პროტეზირებას, აღმავალი აორტის, აორტის ბოლქვის პროტეზირებას (ბენტალი) და ტრიკუსპიდური სარქვლის პლასტიკას.

ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ რომელ კლინიკასთან დაგვეწყო თანამშრომლობა აჭარაში და არჩევანი სწორედ „მედინაზე“ გავაკეთეთ. ეს საავადმყოფო საუკეთესო ადგილია კარდიოქირურგიული ოპერაციების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, არის სტანდარტების შესაბამისი საოპერაციოები და რაც მთავარია ადგილზე იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. კარგი შედეგის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ოპერაციის შემდგომი მოვლა, რაც ამ კლინიკაში საუკეთესოდ ხორციელდება.   ჩვენ წლის განმავლობაში ერთობლივად 150-ზე მეტ სხვდასხვა სახის  ოპერაციას ვატარებთ.

ამიტომ ვურჩევ ყველას, აირჩიეთ მედინა, მიიღეთ კარდიოქირურგიული სერვისები ადგილზე, დაზოგეთ დრო და ფინანსური ხარჯები.