12 მარტს თირკმლის მსოფლიო დღე აღინიშნება

თირკმლის მსოფლიო დღე  ყოველი წლის მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თირკმლის ფუნქციისა და მნიშვნელობის შესახებ.

2020 წელს მსოფლიო დღის სლოგანს წარმოადგენს: „პრევენცია უკეთესია ვიდრე მკურნალობა, ყველასთვის, ყველგან“.

თირკმლის დაავადებები, სხვადასხვა ასაკის მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.

თირკმლის დაავადებებით მსოფლიოში 850 მილიონი ადამიანია დაავადებული. თირკმლის ქრონიკული დაავადება წელიწადში 2.4 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს და მე-6 ადგილს იკავებს სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის.

თირკმლის დაავადებების პრევენციისათვის აუცილებელია:

  • რეგულარულად აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში, დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 50% შემთხვევაში თირკმლის დაავადება ვითარდება;
  • გააკონტროლეთ სისხლის წნევა;
  • იკვებეთ ჯანსაღად და შეამცირეთ მარილის მიღება;
  • იყავით ფიზიკურად აქტიური;
  • მიიღეთ წყალი (თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაოდენობით);
  • არ მოწიოთ! თამბაქოს მოხმარება თირკმლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” შესაძლებელია შარდ-სასქესო დაავადებების ეფექტური და თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.

კლინიკის უროლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს უროლოგიურ დაავადებათა თანამედროვე სტანდარტებით დიაგნოზირებას და მკურნალობას, როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონარულ პირობებში.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, რაც უროლოგიური დაავადებების ძირითადად ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდებით მკურნალობის საშუალებას იძლევა. უროლოგიური სამსახური მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ამბულატორიული უროლოგია;
ზოგადი უროლოგია;
უროონკოლოგია;
ურო გინეკოლოგია;
მინიმალური ინვაზიური ქირურგია;
ანდროლოგია;
 ბავშვთა უროლოგია.

კლინიკაში შესაძლებელია თირკმელში კენჭის დაშლას ექსტრაკორპორალური დარტყმითი – ტალღოვანი ლითოტრიფსიით.

შარდკენჭოვანი დაავადების დროს ლითოტრიფსია დარტყმითი ტალღების ზემოქმედებით ქვების დაშლას უზრუნველყოფს. პროცედურა არის არაინვაზიური, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტური.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
0422 25 85 13

#ჯანმრთელობის_ცენტრი_მედინ
#ჩვენ_ვქმნით_თქვენს_ჯანმრთელობას!