თეთრი ხალათების აქცია

#თავისუფლება#ვაჟაგაფრინდაშვილს
🗓📢ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ უერთდება „#თეთრი #ხალათების #აქციას“ და დღეს 1️⃣2️⃣:0️⃣0️⃣ საათზე, კლინიკის სამედიცინო პერსონალი მდუმარე, 5️⃣ წუთიანი აქციით გააპროტესტებს კოლეგის, #ვაჟა #გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას.

👨‍⚕️ტრავმატოლოგ – ორთოპედი, ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ ე.წ. უკანონო საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს, 15 ნოემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

აქციას იაპონიიდან შემოუერთდება კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ქაჯაია.