ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპუსი მედინაში

👩‍🎓📚👨‍🎓#ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამიერიდან ფუნქციონირებას ჯანმრთელობის ცენტრს #მედინას ახალ კამპუსში გააგრძელებს

🔖 კამპუსის გახნის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას” მფლობელი #ირის #ბორჩაშვილი, ბაუ გლობალის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ენვერ იუჯელი, აჭარის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სხვა ოფიციალური პირები.

🖋 საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წელს ახალ კამპუსში ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადავიდა.

🔬⚗️🧪 ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით. უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით.

📚 ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის ბაუ გლობალის წევრია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას.